სასტიკი მკვლელობა ტყიბულში- გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცია

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.