შეიარაღებული თავდასხმა ე.წ სვანების ბაზრობაზე

ვარკეთილში ორმა შეიარაღებულმა პირმა ე.წ. სვანების ბაზრობის ერთ-ერთი საბითუმო მაღაზია დააყაჩაღა. წაღებულია 15 000 ლარი. 

თავდამსხმელებმა თანხა იარაღის მუქარით წაიღეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

პოლიციამ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუმარტეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.