შეიარაღებული თავდასხმა მარნეულში

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 10-მდე პირი ჯართის ჩამბარებელ პუნქტში შეიჭრა და პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელებმა პერსონალს ფული წაართვეს და ჯიხურში ჩაკეტეს, ხოლო შენობას ცეცხლი წაუკიდეს. მათი თქმით, დაზარალებულები დილით იპოვეს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 153-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობას, რაც ყაჩაღობას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და თავისუფლების უკანონი აღკვეთას გულისხმობს.