შემოსავლების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მოქმედს სცემა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს შემოსავლების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ყოფილმა თანამშრომელმა ნაცემი პირის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.