შემზარავი მკვლელობა თბილისში

თბილისში, ატენის ქუჩაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა report.ge-ს  აცნობა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით, 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.