შიდა ქართლში სამედიცინო პუნქტი გაქურდეს

შიდა ქართლში, დაბა აგარაში სამედიცინო პუნქტი გაქურდეს. ქურდებმა საავადმყოფოდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის  მე-2 ა და ბ ქვეპუნქტებით, მიმდინარეობს რაც ქურდობას ნიშნავს.