შიდა ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცრაზმელებმა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, ქალაქ გორსა და გორის რაიონის სოფლებში აიყვანეს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, მომხდარი, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ეხება.

ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდიანრეობს ხაშურშიც.

სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.