შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავეს.

,,სამართალდამცველებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულის კუთვნილი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელზეც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.