შვილისთვის მოქნეული დანა დედას მოხვდა - სისხლიანი გარჩევა მარნეულში

მარნეულში, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტს ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილის დედაც შეესწრო, რა დროსაც მას შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა. 

ცივი იარაღით დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩხუბში მონაწილე ორი ახალგაზრდა კი გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

კონფლიქტის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.  

report.ge მომხდარის დეტალებს არკვევს.