ზუგდიდში კაცი დაჭრეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 44 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ report.ge-ს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

,,სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მარცხენა ქუსლში შემავალი ჭრილობა და გაგვყავს საოპერაციო ბლოკში, მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებს სულხან ორჟონია.

როგორც report.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.