სიღნაღში ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში გაურკვეველმა პირებმა ადმინისტრაციული შენობა დააზიანეს. 

ადგილობრივების თქმით, ადმინისტრაციული შენობის კარი  სავარაუდოდ, აფეთქებულია, რის შედეგადაც შენობის მინებიც ჩაიმსხვრა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შენობაში დამონტაჟებული ბანკომატი. 

ამ დროისთვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.