სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - დაჭრილია ერთი პირი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთი ადამიანი დაჭრეს. 

report.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები მუცლის არეში, ცივი იარაღით მიაყენეს. 

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.