სისხლიანი გარჩევა გორში - დაჭრილია ერთი პირი

გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.