სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - ორი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი 25-წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ამ დროისთვის ორივე მათგანი კონტაქტურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Report.ge-ს განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში განძრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.