სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში - დაჭრილია მოზარდი

ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში თანატოლებმა მიიყვანეს. 

კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოზარდმა გონება დაკარგა. სხეულზე აღმოჩენილი მძიმე დაზიანებების გამო მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს. მათ ასევე შეატყობინეს ოჯახის წევრებს. 

ექიმის განმარტებით, ჭრილობაში აღმოჩენილია საფანტი. ჭრილობის დამუშავების შემდეგ ის სედაციის მდგომარეობაში ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

რა მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა დამნაშავე დაკავებული - Report.ge აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან არკვევს.