სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია სამი მოზარდი

სისხლიანი გარჩევა წერეთლის გმზირზე - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კონფლიქტის მონაწილე სამი არასრულწლოვანი.  

დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთ ვერსიით, ახალგაზრდებს შორის კონლფიქტი მუსიკალურ ჟანრებთან დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ზე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.