სისხლიანი გარჩევა კახეთში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი სააავადმყოფოშია გადაყვანილი.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.