სურამში ქმარმა ახალგაზრდა ქალი მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქმარმა საკუთარ სახლში მოკლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.