სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. მოკლული ადგილობრივი მცხოვრებია. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დაკავებული ჯერ არავინ არის.