სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობი კაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო.

სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

პირის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებები.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.