"სპარის"თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

ლუბლიანას ქუჩაზე, მაღაზია "სპარში" მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. 

შემთხვევა ლუბლიანას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. აჭრილია "სპარის" თანამშრომელი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.