სპეცოპერაცია ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში, მემედ აბაშიძის 36 ნომერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ღონისძიების შედეგად ერთი პირი დააკავა. 

როგორც report.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება. 

დაკავებულს ბრალი 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვას გულისხმობს.