სპეცოპერაცია ჩიტაიას ქუჩაზე - დაკავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ჩიტაიას ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. თვითმხილველის მიერ გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ, სუპერმარკეტ "სპარის" დაყაჩაღებას ცდილობდა. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველებმა ის ქუჩაში იქამდე აიყვანეს, ვიდრე მაღაზიაში შეიჭრებოდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.