სპეცოპერაცია დუშეთში - დაკავებულია ერთი ადამიანი

დუშეთში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანი დააკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ ყალბ დოკუმენტაციას უმზადებდა, რომლის გამოყენებითაც ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდნენ.

დაკავებული 45 წლამდე ასაკის კაცია. მეზობლები და ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებენ, რომ დაკავებული ხშირად ეხმარებოდა ადამიანებს გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, თუმცა დანაშაულებრივ ფაქტებზე ინფორმაცია არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით განცხადება არ კეთდება.