სპეცოპერაცია გურჯაანში

ამ წუთებში გურჯაანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, საიდანაც პირველადი ინფორმაციით ხელყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობს თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.