სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცავები „დრიმ თაუნთან“ არიან მობილიზებული.

სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ რას უკავშირდება სპეცოპერაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, რომელსაც აღნიშნულ ადგილზე ბინა ჰქონდა ნაქირავები.