სპეცოპერაცია საბერძნეთში - დაკავებული 9 ქართველიდან ერთი ქალია

საბერძნეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 9 ქართველი დააკავა. მათშორის ერთი ქალია. ბერძნული მედიის ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ატიკას სხვადასხვა რაიონში ბინებს ძარცვავდნენ.

მათ ბრალი კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ძარცვისთვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ.