სპეცოპერაცია სტამბოლში - დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 16 პირი, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქეა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციამ 11 პისტოლეტი, „AK 47“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ტყვია ამოიღო.

წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრი მალიაა.