სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია ერთი ადამიანი

თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირის დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად მოხდა, რაც ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვას, გადაზიდვას, გაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.