სპეცოპერაცია თბილისში - შსს ნარკორეალიზატორების დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO

სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების კადრებს ავრცელებს. 

დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.