სპეცოპერაციის შედეგად ახალციხეში ერთი პირი დააკავეს - ინფორმაცია ახლდება

report.ge-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრი ამბობს, რომ სპეცრაზმი მათ ბინაში 06:00 საათზე შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება სპეცოპერაცია.

მომხდარის შესახებ დეტალებს report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.