სროლა ბოლნისის ცენტრში

ცოტა ხნის წინ, ბოლნისში, ავტომობილს, რომლითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები გადაადგილდებოდნენ, ცეცხსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

ინფორმაცია Report.ge-ს "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა. 

Report.ge მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტორში შეეცადა, როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის, დეტალები უცნობია და ამბავს არკვევენ.