სროლა "ბასიანში“- დაჭრილია ახალგაზრდა ქალი - VIDEO

Report.ge-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა კლუბ 'ბაისიანის" შესასვლელთან ცეცხლი გახსნა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.თვითმხილველთა თქმითვე,  მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან 8-ჯერ გაისროლა. ამ დროისთვის, კლუბმა მუშაობა შეწყვიტა , კლუბის სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.