სროლა გლდანში - დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიჭრა

დაპირისპირება მოხდა გლდანში. არსებული ინფორმაციით კონფლიქტი რამდენიმე პირს შორის მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.