სროლა ქუთაისში - ბიზნესმენი და მეეზოვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გვიან ღამით, სროლა იყო ქუთაისში. 

არსებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღვოდა მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენი საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა.

სიტყვიერი დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც სროლა მოჰყვა. 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე უწყებაში შეტყობინება არ შესულა.