სროლა რუსთავის გზატკეცილზე

რუსთავის გზატკეცილზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა პირმა ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 

ჩაცხრილული ავტომობილი, თელეთის პოლიციის ეზოში გადაიყვანეს.

Report.ge მომხდარის დეტალებს არკვევს.