სროლა რუსთავში - ერთმანეთს არასრულწლოვნები დაუპირისპირდნენ

რუსთავში, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. იყო რამდენიმე გასროლის ხმაც.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, თუმცა, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა.

კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

report.geდეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.