სროლა თბილისში

თბილისში, გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. უცნობმა პირმა სადგომზე გაჩერებულ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. 

შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომხდარი, სავარაუდოდ, ბიზნესგარჩევას უკავშირდება.

მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. report.ge დეტალებს არკვევს.