სროლა თბილისში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.