სუს-თან მიმდინარე აქციის მონაწილეს თავი გაუტეხეს

ოპოზიციამ, რომელიც დღეს ვაჟა ფშაველას გამზირზე აქციას მართავდა, მსვლელობა მოაწყო და სუს-თან გადაინაცვლა. აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

აქციაზე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთ მონაწილეს ქვა ესროლეს და თავი გაუტეხეს. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ ქვა მიმდებარე კორპუსიდან ისროლა.