თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ფილიალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე,"საქართველოს ბანკში" ნიღბიანი პირი შეიჭრა. 

ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს თანამშრომლების პირველადი გამოკითხვა და შემთხვევის ადგილის დასურათება.

ბანკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დამნაშავე მძევლების აყვანას ცდილობთა, თუმცა დაცვის სამსახურის ჩარევის შემდეგ მან გაქცევა სცადა. გავრცლებული ინფორმაციით, ის პოლიციამ ბანკის მიმდებარედ, ერთ-ერთი მშენებარე იბიექტიდან აიყვანა.

შსს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.