თბილისში აფთიაქი დააყაჩაღეს

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთი აფთიაქი დააყაჩაღეს. 

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 150 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.