თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით დაჭრილი არასრულწლოვანი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.