თბილისში 60 წლის კაცი დაჭრეს

თბილისში, უჯარმის ქუჩაზე 60 წლის კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით ის ცივი იარაღით არის დაჭრილი.

სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისმობს. 

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.