თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელმა დაჭრა

ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით, ქეთევან წამებულის გამზირზე დაჭრეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც  Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, უკვე დადგენილია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაზარალებულის მეზობელია. 

მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.