თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში, ყოფილი პარლამენტარის, გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ლევან თოფაძეს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან თოფაძესთან ერთად დაჭრილია კიდევ ერთი პირი. დაჭრილები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაჭრის ფაქტს ადასტურებს გოგი თოფაძეც და ამბობს, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

კლინიკის ექიმები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

report.ge დეტალებს არკვევს.