თბილისში ინტერნეტით ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში განათავსა. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მან ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოები გადაიღო.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.