თბილისში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ორხევის დასახლებაში, რამდენიმე საათის წინ მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.