თბილისში "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს. ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინა, საიდანაც დამნაშავეებმა მაღაზიაში შეღწევა მოახერხეს. შემთხვევა ღამით მოხდა. წაღებულია 10 000 ლარამდე ღირებულების ტექნიკა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია მოპარული ტექნიკის ნაწილი.