თბილისში მეზობელმა ახალგაზრდა კაცი დაჭრა

საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩის ორ ნომერში ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებული იყო ცივი იარაღი. ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მას ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული.

სისხლის კვალი სადარბაზოსთან ამ დრომდე ჩანს.

მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.